მარნეულში, საარჩევნო უბანზე დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული 5 პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის ის საავადმყოფოში რჩება.
„ერთ-ერთი მათგანი კვლავ რჩება ინგოროყვას სახელობის საავდმყოფოში. ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვია. მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში აგრძელებს. დანარჩენი 4 პოლიციელი კი სახლში აგრძელებს  მკურნალობას“, – განუცხადეს კვირას შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები