ომბუდსმენი ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

სახალხო დამცველი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
“კვირა” ომბუდსმენის აპარატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, არსებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევდა მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს. როდესაც დაიძაბა ვითარება, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის მობილიზებისას, ჩვენმა წარმომადგენელმა პოლიციის ადგილზე მყოფ თანამშრომლებს რეაგირებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის. შედეგად, დაზარალდნენ ორივე მხარის წარმომადგენლები.
მოვუწოდებ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც ხელს შეუშლის ვითარების განმუხტვას და არ დაუშვან ძალადობის გამოვლინება.
ასევე, მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ძალადობის პრევენციისათვის და სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოს ძალადობის თითეული ფაქტის აღკვეთა და დროული გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები