“TNS”-ის დირექტორი: ეგზიტპოლის მასშტაბი არჩევნების კარგი შედეგების მიმანიშნებელია

„TNS opinion”-ის ეგზიტპოლის მასშტაბი არჩევნების კარგი შედეგების მიმანიშნებელია“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში „კანტარ პაბლიკ თი ენ ეს“-ის ბრიუსელის გენერალურმა დირექტორმა პასკალ ჩელელამ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული პარტიები შესაძლოა, მცირედით ასცდნენ ბარიერს.
„რისი თქმაც მე შემიძლია, ის არის, რომ ამ ეგზიტპოლის მასშტაბი საკმაოდ დიდია, ვინაიდან 23 ათასზე მეტი ინტერვიუ ჩატარდა ზუსტად 20:00 საათამდე.
მასშტაბი არჩევნების კარგი შედეგების მიმანიშნებელია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, რომელმაც ეგზიტპოლებში მიიღო მონაწილეობა.
ყველა მათგანი ძალიან გულთბილად შეხვდა ინტერვიუებს. შედეგებთან დაკავშირებით, ღამის განმავლობაში, უფრო მეტ მონაცემებს მივიღებთ. გარკვეული პარტიები, შესაძლოა, მცირედით ასცდნენ ბარიერს“, – განაცხადა პასკალ ჩელელამ და “TNS opinion”-ის სამუშაო ჯგუფს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
“TNS”-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის – “GDS”-ის, „მაესტროს“, „იმედის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის  დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.
კომპანია “TNS”-მა საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 20:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა.
კვლევის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა – 53,8 % „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. მეორე პოზიციაზეა “ნაციონალური მოძრაობა” 19. 5 %-ით.
დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა:
„პატრიოტთა ალიანსი“ 5,0 %;
„ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%;
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,7%;
„რესპუბლიკური პარტია“ – 2,7%;
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,3%;
„ეროვნული ფორუმი“ – 0,8%;
„თოფაძე – მრეწველები“ – 0,6 %;
სხვა პარტიები 5,5%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები