20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა

20:00 საათისათვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება 20:00 საათამდე ჰქონდა.
”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას.
საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა, 20:00 საათის შემდეგ, მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები