თამარ ჟვანია: მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეჩერებულია

მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეჩერებულია. ამის შესახებ ცესკოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.
თამარ ჟვანიამ მარნეულში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, საარჩევნო ყუთის დაკარგვის თაობაზე.
„ის, რომ მარნეულის N48 უბანთან დაკავშირებით  გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ყუთი გაქრა და დაიკარგა, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინდა აღვნიშნო, რომ იყო შენობაში შეღწევის მცდელობაც და ქვების სროლაც. ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები. ეს მოხდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების მიერ, გარკვეული პროტესტის ნიადაგზე. თუმცა, ყუთს იცავდნენ კომისიის წევრები. შენობაში გახლდათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელიც, ასევე დამკვირვებლებიც. მინდა განვაცხადო, რომ ყუთი არის აბსოლუტურად დაცული. ყუთის ლუქი არის დაცული. ყუთის გადაადგილება მოხდა დაცულობის მიზნით და ყუთში არსებულ საარჩევნო ხმებს, რომლებიც კონვერტებშია მოთავსებული, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი იმისა, რაც ატეხილია აჟიოტაჟი. ამ შემთხვევაში, 48-ე საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ამ უბანზე ხმის მიცემა შეჩერებულია“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები