ეგზიტპოლის შედეგი: „ქართული ოცნება” – 53,8%, “ნაციონალური მოძრაობა” – 19.5%

კომპანია “TNS”  საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგებს ავრცელებს. 20:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა.
კვლევის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა – 53,8 % „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. მეორე პოზიციაზეა “ნაციონალური მოძრაობა” 19. 5 %-ით.
დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა:

„პატრიოტთა ალიანსი“ 5,0 %;
„ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%;
„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,7%;
„რესპუბლიკური პარტია“ – 2,7%;
„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,3%;
„ეროვნული ფორუმი“ – 0,8%;
„თოფაძე – მრეწველები“ – 0,6 %;
სხვა პარტიები 5,5%.
TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის – GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის – დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები