ქარელში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სიტუაციის დაძაბვას შეეცადა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც „კვირას“ ბებნისის საუბნო-საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, სიტუაციის დაძაბვას „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შეეცადა“.
„მოვიდა „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ვასილ ხანიშვილი და მისი ძმა და პროვოცირების მოხდენას შეცადნენ, დაიწყეს ხმამაღალი ლაპარაკი, რომ ვითომ ჩვენ რაღაცას ვარღვევდით, თუმცა კონკრეტული მიზეზი ვერ დაასახელეს“, – განაცხადეს ბებნისის საუბნო-სარჩევნო კომისიაში.
კომისიის წევრების ინფორმაციით, ინციდენტი უკვე ამოწურულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები