ზუგდიდში, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 35,01%-იანი აქტივობა დაფიქსირდა

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის განცხადებით, ზუგდიდში, ქალაქსა და თემში, ჯამში, 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 35,01%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაცემებს, ეს აქტივობა 42,05%-ით განისაზღვრა. რაოდენობრივად აღნიშნული მაჩვენებელი 1 477 562 ამომრჩეველს შეადგენს. ინფორმაცია ჟურნალისტებს ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნების დახურვამდე მცირე დრო დარჩა, შესაბამისად, მან ამომრჩევლებს აქტივობისკენ და არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები