არასამთავრობო ორგანიზაცია: მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს მასალების დასაცავად

არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ყუთის გატაცების ფაქტს არ ადასტურებს. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრა კალატოზიშვილმა მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საუბნო კომისიის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს მასალების დასაცავად და ის მეორე სართულზე აიტანეს.
„ჩვენ არ ვადასტურებთ ყუთის გატაცების ფაქტს. საუბნო კომისიის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაეცვათ უბანზე არსებული მასალები. ჩვენი ინფორმაციით, იმის მერე, რაც შეიქმნა საფრთხე, მათ ეს მასალები აიტანეს მეორე სართულზე და ეცადნენ, მაქსიმალურად დაეცვათ უცხო პირებისგან“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
კალატოზიშვილის განცხადებით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია ცესკოს და მიმართეს რეკომენდაციით, რომ გაეგზავნათ დამატებითი ძალები.
„ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები არ ტოვებენ საარჩევნო უბანს ბოლო წუთამდე და აგრძელებენ დაკვირვებებს. აღნიშნული ფაქტის თაობაზე ჩვენ მივაწოდეთ ცესკოს ინფორმაცია და მივმართეთ რეკომენდაციით, რომ დამატებითი ძალები გაეგზავნათ, რათა იქ მყოფ ადამიანებს დახმარებოდნენ.
“ჩვენი ინფორმაციით, საუბარია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაზე. ეს არის ინფორმაცია, რომლის მოწოდებაც ამ ეტაპზე შეძლო ჩვენმა დამკვირვებელმა”, – განაცხადა კალატოზიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები