ცესკო: ვაზისუბანში, 63-ე უბანზე რეგისტრატორის ბეჭდის დაკარგვა არ დასტურდება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვაზისუბანში, 63-ე უბანზე რეგისტრატორის ბეჭდის დაკარგვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია ცესკომ გადაამოწმა და ბეჭდის დაკარგვის შესახებ ცნობა არ დადასტურდა. რაც შეეხება დიდუბის მე-14 საუბნო-საარჩევნო კომისიას, ანა მიქელაძის ინფორმაციით, კომისიის მიერ წინასწარ შეცდომით შევსებული ოქმი ამოღებულია და გაუქმებულია მოხმარებისთვის, ხოლო საუბნო-საარჩევნო კომისიას საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ ახალი შემაჯამებელი ოქმი გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები