ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთსა და წყალტუბოში დაფიქსირდა

15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთსა და წყალტუბოში დაფიქსირდა.
ცესკოს ინფორმაციით, ოზურგეთში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 47,3%-მა უკვე მიიღო, საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ 50 262 ამომრჩეველს შორის 23 795-მა ადამიანმა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.
წყალტუბოში ამომრჩეველთა 47,2% მივიდა, რაც 20 593 ამომრჩეველია.
ამასთან, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რეგიონში ყველაზე ცოტა ამომრჩეველი მივიდა 65-ე საარჩევნო ოლქში, მარტვილში, სადაც სამი საათის მონაცემებით, აქტივობა 26,9%-ია – 52 618 ამომრჩევლიდან მხოლოდ 14 153 ადამიანია მისული არჩევნებზე.
რაც შეეხება თბილისს, ყველაზე აქტიურია სამგორის მოსახლეობა, 37,7%-იანი აქტივობით, არჩევანი უკვე გააკეთა 16 651-მა ადამიანმა.
ყველაზე პასიური კი ნაძალადევია, 27,2%-იანი აქტივობით, 15:00 საათზე  ჯერ მხოლოდ 12 185 ამომრჩეველია მისული, მაშინ, როდესაც ნაძალადევის ოლქში 44 745 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები