გლდანში ტრაგედია მოსამართლის ოჯახში მოხდა – დედა შვილის გადავარდნიდან 30 წუთის შემდეგ გადახტა

ტრაგედია, რა დროსაც გლდანში დედა-შვილი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრ-მოსამართლის, ჯემალ კოპალიანის ოჯახში დატრიალდა.
„კვირას“ ინფორმაციით, ტრაგედიის დროს ჯემალ კოპალიანის პატარა შვილიშვილი და რძალი დაიღუპნენ.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მეზობელმა განუცხადა, ტრაგედიის დროს სახლში პატარა გოგონას ბაბუაც იმყოფებოდა.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მეზობლები შოკში ვართ, პირველად ვნახე ასეთი საშინელი ტრაგედია. კივილი გავიგე, გარეთ რომ გავიხედე, ეზოში ბავშვი ეგდო. დედა კიოდა და ვერაფერს შველოდა, სასწრაფოც მოვიდა, ფაქტობრივად, პატარა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, დედა სახლში ავიდა და ისიც მე-9 სართულიდან  გადმოვარდა. საშინელება იყო, ეზოში დედა-შვილი, გარდაცვლილები, მიწაზე ეყარნენ. მოგვიანებით, ბაბუას ხმა გავიგე, რომელიც გარდაცვლილ შვილიშვილს ეფერებოდა. გარდაცვლილი ქალის მეუღლე მოგვიანებით მოვიდა. საშინელება მოხდა, ძალიან მიჭირს საუბარი. ამ ოჯახს კარგად არც კი ვიცნობთ. გლდანში, ჩვენს მეზობლად ახალი გადმოსულები არიან“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ გლდანის მეორე მიკრორაიონში საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულიდან 1 წლის და 4 თვის ბავშვი გადმოვარდა, რის შემდეგაც ფანჯრიდან ბავშვის დედაც გადახტა. გარდაცვლილი ბავშვი ახალგაზრდა წყვილის ერთადერთი შვილი იყო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები