არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობა გვიან ღამით, ეგზიტპოლების კი 20:00 საათზე დაიწყება

საზოგადოებისთვის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობას ცენტრალური საარჩევნო კომისია გვიან ღამიდან დაიწყებს.
როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, შედეგების დათვლის პროცესს საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების ცესკოში შესვლისთანავე იწყებს, შესაბამისად, საზოგადოებისთვის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების გაცნობა 9 ოქტომბრის ღამესვე დაიწყება.
რაც შეეხება ეგზიტპოლებს, GFK-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგებს “რუსთავი 2” და „ტაბულა“ გამოაქვეყნებენ, ხოლო სხვა 4 ნაციონალურ არხზე – “ტიენესის” (TNS) მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდება.
ცნობისთვის , საქართველო დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები