გორის მე-8 საარჩევნო უბნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორი გააძევეს

„ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციისთვის ერთი პირი გორის მე-8 საარჩევნო უბნიდან რამდენიმე წუთის წინ გააძევეს.
როგორც “კვირას“ „თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ განუცხადა, გაძევებული პირი დილიდანვე “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას ეწეოდა.
“ჩემი ინფორმაციით, იყო დამკვირვებელი, მისი ქმედება უბანზე დილიდანვე თვალშისაცემი იყო, ეწეოდა „ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას.
თითქმის მთელი ოჯახი აღნიშნულ უბანზეა დაკავებული. კომისიის წევრების მოთხოვნით, ის გააძევეს“, – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები