ირაკლი კობახიძე: ფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნების მხოლოდ ნაწილზე დაფიქსირდა უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზი.
ამასთან, როგორც პარტიის მდივანი აღნიშნავს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  ამ ხარვეზების აღმოფხვრა ოპერატიულად შეძლო.
„მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, დააფიქსირონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და ხმა მისცენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ხმა მისცენ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას,“ – განცახდა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები