კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ „რუსთავი 2“-ს სამართალდარღვევის ახალი ოქმი შეუდგინა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს სამართალდარღვევის ახალი ოქმი შეუდგინა.
სხდომაზე ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართვის საფუძველზე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობდნენ.
კომისია იხილავდა საკითხს, დაარღვია თუ არა „რუსთავი2“-მა კვლევების გაშუქებისას გამოქვეყნების წესები.
ოქმი საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება დღესვე, ხოლო ტელეკომპანია „იმედს“ გაეგზავნა მოთხოვნა ორი დღის ვადაში წარადგინონ სოციოლოგიურ კვლევაზე ჩატარებული დოკუმენტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები