საზღვაო-სანავიგაციო სისტემის სრულ მონიტორინგს IALA საერთაშორისო ექსპერტები განახორციელებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულმა სამსახურ”-ი საფრანგეთში შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) კომიტეტის სხდომას დაესწრო.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ერთად სხდომას საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და საზღვაო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომიტეტზე განიხილეს IALA-ს მიერ მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში დადგენილი ნაოსნობის ერთიანი წესები და რეკომენდაციები, ასევე განისაზღვრა სამომავლო სამუშაო გეგმები და ზონები მუშა ჯგუფებისათვის.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ 2017 წელს საქართველოში IALA-სთან არსებული მსოფლიო აკადემიის ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფის ჩამოვლაზე, რომელიც საქართველოს პორტებში განთავსებულ სანავიგაციო ნიშნების სრულ მონიტორინგს განახორციელებს.
აკადემიის ექსპერტები საქართველოში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმძღვანელო რეკომენდაციებს დატოვებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური” IALA-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსით აკადემიის ექსპერტთა რეკომენდაციებით პერმანენტულად ისარგებლებს, რაც პრიორიტეტულია საზღვაო ინდუსტრიის განვითარების იმ ეტაპზე მყოფი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები