პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ადმინისტრაციაში მოიწვია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგი ნაზაროვი, რომელთან შეხვედრაზეც საუბარი შეეხო საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის ჩარევას და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას.
„მიუღებელია უცხო სახელმწიფოს ოფიციალური თანამდებობის პირის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვა”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები