ბურჭულაძის ყოფილი პარტიის წევრები: მთელი ქობულეთის შტაბი ვტოვებთ პარტიას, მოგვატყუეს და ერთი თეთრი არ გადაგვიხადეს

„პაატა ბურჭულაძე- მოძრაობა ხალხისთვის” ქობულეთში 60- მა ადამიანმა დატოვა.
მათ შორის არის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის 13 ნომერი გივი ცინცაძეც. ცინცაძე სიაში გიორგი ვაშაძის პარტიიდან მოხვდა.
გივი ცინცაძის ინფორმაციით, ქობულეთის 71-ე ოლქში, ბურჭულაძის პარტიას შტაბი აღარ აქვს.
“ქობულეთში გიორგი ვაშაძემ 48 კოორდინატორი და შტაბის 12 წევრი მოატყუა და მათ ორი თვის ხელფასი არ გადაუხადა.მთელი ქობულეთის შტაბი ვტოვებთ პარტიას, ჩვენ მოგვატყუეს და ერთი თეთრი არ გადაგვიხადეს. ამ ადამიანებს ვერ დავაღალატებ, არ მიღირს ასე ყოფნა სიაში. მოვუწოდებ ყველას, მიდით არჩევნებზე და ყველა შემოხაზეთ, 1 ნომრის გარდა” ,- განაცხადა გივი ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები