გუგული მაღრაძე: “ნაციონალური მოძრაობის” ერთადერთი კოზირი დესტაბილიზაციაა

“ვის შეიძლება აწყობდეს დესტაბილიზაცია, როცა რაღაც შემთხვევა ხდება, პირველ რიგში, ეს კითხვა უჩნდება ყველას”, – ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.
მაღრაძე ბოლო პერიოდში განვითარებულ შემთხვევებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს უკავშირებს.
გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ არჩევნები სამაგალითოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, რაც, პირველ რიგში, მიუღებელი აღმოჩნდა “ნაციონალური მოძრაობისთვის”.
უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ ვერანაირი ფაქტორი ვერ დააყენებს.
“ხელისუფლება, რომელსაც მოაქვს ადამიანებისთვის სიმშვიდე, ხელისუფლება, რომელმაც წინ წამოწია ადამიანის ღირსება, რაც ასე იყო დაკნინებული სააკაშვილს რეჟიმის დროს, მოსახლეობისთვის ყოველთვის მისაღებია.
“ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს რეიტინგი, ამიტომ მათთვის ერთადერთი კოზირი დესტაბილიზაციაა”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, საარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბრად სტაბილურია.
ამასთან, როგორც მაღრაძე აცხადებს, ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს, რათა საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიის მაგალითად შეფასდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები