დავით სონღულაშვილი გურჯაანში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან გურჯაანში არსებული ვითარების შეფასება მოისმინა.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გურჯაანის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად ჩაერთვებიან.
„ჩვენი რაიონის სწრაფი განვითარებისთვის მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ სხვადასხვა თემაზე”, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები