აქცია სააკაშვილის წინააღმდეგ – სარფის საზღვართან ცოცხები დატოვეს

სარფის საზღვართან “თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” წევრებმა ცოცხები და ბოთლები მიიტანეს.
„თოფაძე-მრეწველებმა“, სარფის საზღვართან, ცოცხებით და ბოთლებით, თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან სააკაშვილის შესაძლო შეხვედრა გააპროტესტეს.
“თოფაძე-მრეწველების“ წევრების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, საზღვრის მიმდებარე თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრას აპირებს. პარტიის წევრი ნინო კვირიკაძე ხელისუფლებას შესაძლო დესტაბილიზაციის პრევენციისკენ მოუწოდებს.
“დღეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით, საქართველოს მოქალაქეებს შეხვდება. არ ვიცი, რა გეგმებს აწყობს, მორიგი აფეთქება და დესტაბილიზაცია იქნება თუ სხვა რამ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველჰყოს მშვიდი საარჩევნო გარემო”, – აღნიშნა ნინო კვირიკაძემ.
აქციის მონაწილეებმა ცოცხები და ბოთლები სარფის საზღვართან დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები