„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები დააკვირდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დააკვირდებიან და მონიტორინგს გაუწევენ აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვას.
როგორც „კვირას“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, “ომბუდსმენის წარმომადგენლები ღონისძიების მიმდინარეობისას მონიტორინგს გაუწევენ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვას.

ამავდროულად, იმ პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლნი ან თვითმხილველნი, შეეძლებათ დაგვიკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 14 81 (მუშაობს 24–საათიან რეჟიმში, მათ შორის, არასამუშაო დღეებსა და საათებში)” , – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები