„ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა მოწადინებულია ვიზალიბერალიზაციის პროცესი სწრაფად დასრულდეს“

ქართულმა მხარემ კარგად შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რაც ჩვენი მხარის მიმართ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით იყო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა-სლოვაკეთი მოწადინებულია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროცესი მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს.
„ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, მაქსიმალურად ყველა შეხვედრა გავმართო იმისათვის, რომ პროცესები, როგორც დაჩქარებულად მიმდინარეობს, ასევე წარმატებულად დასრულდეს. მე დღეს შეხვედრა მქონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლობაში, სადაც განვიხილეთ მიმდინარე პროცესი, სადაც დადასტურდა, რომ ყველა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და  რომ თავმჯდომარე ქვეყანა მოწადინებულია პროცესები მაქსიმალურად სწრაფად დასრულდეს. ასევე, ხვალ მე შეხვედრებს ევროკავშირის პარლამენტში გავმართავ, სადაც ყველა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერს ვხვდები. ასევე, კომიტეტების წევრებს და თემა, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია იქნება. ჩვენი მიზანია, ეს პროცესი დავასრულოთ რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ჯანელიძემ.
ცნობისთვის, სლოვაკეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას იმედოვნებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელთან, პიტერ იავორჩიკთან გამართა შეხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები