პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუციებს ეკისრებათ

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ ინციდენტებზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუციებს და ასევე პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ.
მისივე თქმით, ზოგადად საარჩევნო ფონი მშვიდია.
„პასუხისმგებლობა ეკისრება, პირველ რიგში, სახელმწიფო ინსტიტუციებს და ასევე პოლიტიკურ პარტიებს. თუ ვისაუბრებთ იმაზე, როგორია საარჩევნო გარემო, ზოგადად ფონი, შეიძლება ითქვას, რომ არის მშვიდი. არის ცალკეული ძალიან ცუდი ფაქტები, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ეს ცალკეული ფაქტები იქნას გამოძიებული და გაეცეს დროული პასუხები”,- განაცხადა მიშველაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები