ეკა მიშველაძე: საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც აშშ-მა საპატრულო კატარღები აჩუქა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობას უხდის, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე აშშ-ის საელჩოს საქართველოში ორი საპატრულო კატარღის გადმოცემისთვის. პრეზიდენტის აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი საჩუქარი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. გემების გადაცემა იმ ახლო სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის უკვე წლების მანძილზე არსებობს. ამ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა საპატრულო კატარღები აჩუქა”,- განაცხადა მიშველაძემ.