ბურჭულაძის პარტია და “ლეიბორისტები” – რომელ პარტიებს დაუწერა გვარამიამ მომატებული შედეგი

 ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში, რომელშიც მის თქმით, GFK-ს კვლევის გაუყელბებელი შედეგებია წარმოდგენილი “ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა მხოლოდ 12,5% უჭერს მხარს, მაშინ როცა “რუსთავი 2“- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 26% უჭერს მხარს. შალვა რამიშვილის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის თანახმად, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა პარტია “ერთიანი ნაციონალური14484959_523647281174793_5003838046114772990_n მოძრაობის” გარდა, “Gfk” კვლევის შედეგები სხვა პარტიებთან მიმართებაშიც გააყალბა. კვლევის მიხედვით, “საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას” რეალურად გამოკითხულთა 3.2% უჭერს მხარს. გაყალბებული მონაცემების მიხედვით კი “ლეიბორისტულ პარტიას” “რუსთავი 2”-მა მხარდამჭერთა რაოდენობა ხელოვნურად გაუზარდა და 0.6% ით მეტი 3.8% დაუწერა. მსგავსი სიტუაციაა პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” რეიტინგების მიმართ. აქაც “რუსთავი 2”-მა ბურჭულაძის პარტიას რეიტინგი ხელოვნურად გაუზარდა და რეალური 2%-ის ნაცვლად გაზრდილი 2.6% დაუწერა. “რუსთავი 2”-მა კვლევის შედეგების გააყალბა ირაკლი ალასანიას პარტიის მიმართაც, “თავისუფალ დემოკრატებს”Gfk-ს კვლევის რეალური მონაცემი პარტიის მხარდაჭერის შესახებ ხელოვნურად, რეალური 3.2%-ის ნაცვლად  0.4%-ით გაუზარდა და 3.6% დაუწერა.

წყარო: “მარშალპრესი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები