ივანიშვილი “ნაციონალებზე“: აგონიაში არიან, გააცნობიერეს, რომ საზოგადოება ისეთი სულელი არ არის, როგორიც მათ ეგონათ

“აგონიაში არიან, გააცნობიერეს, რომ საზოგადოება ისეთი სულელი არ არის, როგორიც მათ ეგონათ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მცხეთა – მთიანეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას “ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.
ექსპრემიერმა ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სიცრუის ტირაჟირებას განაგრძობენ.
“საკუთარი თავის მარგინალიზაციას აკეთებენ, ეს ჩვენს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებას გაუიოლებს. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ კადაფიზაციით გვემუქრებიან, რევოლუციითაც, რისი რესურსიც არ აქვთ, საბოლოოდ თვითონ ახერხებენ თავის მარგინალიზაციას. ეს ჩვენს ამომრჩეველს გაუიოლებს არჩევანის გაკეთებას და არ გამოვრიცხავ, რომ ბოლო ორ კვირაში პრინციპულად შეიცვალოს სიტუაცია ხმების მიხედვით. ვეღარ მალავენ საკუთარ თავს და ახერხებენ საკუთარი თავის რეალურად ჩვენებას. რეალობა ასეთია, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში ატყუებდნენ საკუთარ საზოგადოებას. მათი გაქცეული ლიდერიდან დაწყებული, აქაური ლიდერები ახმოვანებენ, რომ “ივანიშვილიც კი აღიარებს 30% -ს,” და სამი დღის განმავლობაში მისვამდნენ კითხვებს, რა უნდათ ამას რატომ მისვამდნენ, რაში სჭირდებათ? 26% – ი რომელიც მოიტყუეს – პრიმიტიული სიცრუით უნდოდათ რთული სიცრუის გამართლება. მაგათ კვლევებს რა დაეჯერება, წარმოიდგინეთ, ეგზიტპოლებს რომ “რუსთავი 2“ – ჩაატარებს. გამოდის მათი უკრაინაში გაქცეული ლიდერი და იმეორებს ამ სიცრუესაც, თუმცა რა ქნან… ეს მიუთითებს იმაზე, რომ აგონიაში არიან, არ აქვთ რესურსი, გააცნობიერეს, რომ საზოგადოება ისეთი სულელი არ არის, როგორიც მათ ეგონათ “, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები