მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მოსკოვში უკრაინის მოქალაქე რომან სუშენკო დააკავა. ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. მოსკოვის ლეფორტოვის რაიონის სასამართლომ ამ პირის დაკავების სანქცია 30 ნოემბერს გასცა.
რუსეთის უშიშროება აცხადებს, რომ სუშენკო უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია. რომან სუშენკოს ადვოკატი მარკ ფეიგინი კი აცხადებს, რომ დაკავებული საფრანგეთში საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმის“ კორესპონდენტია.
„უკრაინის მოქალაქე მიზანმიმართულად აგროვებდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია. ის ეხება შეიარაღებულ ძალებს და ნაციონალურ გვარდიას. საზღვარგარეთ ამ ინფორმაციის გადინებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენება შეუძლია“ –  ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ სუშენკო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკია და ის „ჯაშუშური აქციის“ დროს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები