ნუკრი ქანთარია: ოქრუაშვილს არ ვიცი რა ელანდება, როცა კალაძეს ახსენებს

​როგორც ვიცით, გორის ინციდენტი მოხდა პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტი დროულად უნდა იქნეს გამოძიებული”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ქანთარია მომხდარი ფაქტისა ირგვლივ ოქრუაშვილის მხრიდან კალაძის ხსენებას ავანტიურად თვლის და როგორც თავად აცხადებს, დაჭრის ფაქტს გორში პირადი მოტივი ჰქონდა.
“მე არ ვიცი რა ელანდება ოქრუაშვილს, როცა კალაძეს ახსენებს, ამ მხრივ ის გამოცდილი ავანტიურისტია, ყველამ კარგად იცის.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ კონფლიქტის მიზეზი პირადი მოტივი იყო, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტი დროულად უნდა გამოიძიონ სამართალდამცავებმა, თუნდაც იმიტომ,რომ ამ თემით სპეკულირება მორჩეს.
ანალოგიური მოხდა სამეგრელოში, როცა „ოცნების” აქტივისტი ახალგაზრდა გოგონა სცემეს. ყველა ამგვარ ფაქტზე უნდა დაიდოს დროული პასუხები სამართალდამცველების მხრიდან“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები