მოძრავი ექსპრესლაბორატორიები ბაგებში, წყნეთსა და კოჯორში

სააგენტოს სპეციალისტებმა ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრესლაბორატორიის საშუალებით ბაგებში, წყნეთსა და კოჯორში განახორციელეს.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ექსპრესლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები თბილისის სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.
სააგენტოს სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან, სამუშაოები თბილისის 50-მდე წერტილს მოიცავს. ჩატარებული ანალიზი და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზებიც განსაზღვროს. ექსპრესლაბორატორიული კვლევები მომავალში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები