გელა სამხარაული თელავში ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დაწყებას დაესწრო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ახმეტაში სახალხო დღესასწაულს „ბიძინაობას“ დაესწრო.
ქალაქის ცენტრში სხვადასხვა ტიპის თემატური სანახაობები მოეწყო. დეპუტატობის კანდიდატმა ახმეტელებსა და სრულიად საქართველოს დიდმოწამის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე მიულოცა. გარდა ამისა, გელა სამხარაულმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ თელავში ახალი სპორტის სასახლის საძირკვლის ჩაყრაში.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი, კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები