შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკი ამოიღო – ვიდეო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ი.მ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და 5 საბრძოლო ვაზნა, ასევე, ბუპრენორფინის შემცველი 5 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
https://www.facebook.com/miaofgeo/videos/889358744499459/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები