ირაკლი კობახიძე: მილიონი ლარის სესხი „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის დროს დამატებითი ხარჯების დასაფარად დასჭირდა

„ქართუ ბანკისგან“ მილიონი ლარის სესხი „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის დროს დამატებითი ხარჯების დასაფარად დასჭირდა. ამის შესახებ განმარტება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე მტკიცებით, სესხის აღებით „ქართულ ოცნებას“ კანონი არ დაურღვევია.
”ქართულ ოცნებას” აქვს დაფინასების სხვა წყაროებიც, თუმცა ძირითადი არის შემოწირულობები. დამატებით გვესაჭიროებოდა 1-მილიონიანი სესხის აღება იმისათვის, რომ დამატებითი მიმდინარე კამპანიის ხარჯები დაგვეფარა ამ სესხის საშუალებით.
აქ საუბარია ჩვეულებრივ სესხზე, კანონმდებლობის შესაბამისად. სწორედ მილიონის ფარგლებში იძლევა კანონმდებლობა საარჩევნო სუბიექტებისთვის სესხის აღების შესაძლებლობას. ჩვენ ავიღეთ ეს სესხი, ჩვეულებრივი საბაზრო განაკვეთით, 11%-იანი საპროცენტო განაკვეთით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები