გიორგი კვირიკაშვილი: რეალური მცდელობების მიუხედავად, ყველანაირი დესტაბილიზაცია გამორიცხულია

”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ვხედავთ, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რეალური მცდელობების მიუხედავად, ყველანაირი დესტაბილიზაცია გამორიცხულია. პრემიერის განცხადებით, უნდა დადგინდეს, ავთენტურია თუ არა გავრცელებული აუდიოჩანაწერები.
”ერთი რამ ცხადია – თუკი ვინმე დაინტერსებულია არჩევნები დღეს საქართველოში გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდეს, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს 4-თვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, უპრეცედენტოდ ხანგრძლივი. ჩვენ მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან წინასაარჩევნო პროცესს. ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის განცხადებით, საქართველოში არის უპრეცედენტოდ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო.
საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, ჩაატაროს მშვიდობიანი, ევროპული სტანდარტის გამჭვირვალე არჩევნები. ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, რეალური მცდელობების მიუხედავად, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ასე რომ, ყველანი მშვიდად ვიყოთ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. საქართველო და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა და სტაბილურობა და ამაში არავის შეეპაროს ეჭვი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები