ბიძინა ივანიშვილი: „რუსთავი 2“ გამებუტა – აღარ ვუყვარვარ

„რუსთავი 2“-დან ჩემთან აღარ მოდიან, გამებუტნენ, კი არ გამებუტნენ, სათქმელი აღარ აქვთ“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გარკვეული ტელეკომპანიებისთვის გამოცხადებული ბოიკოტის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია “GDS”-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ სადებატო აღარაფერი აქვს.
„რუსთავი 2“-ია ყველაფრის მოკარნახე. ჩემთან აღარ მოდიან, გამებუტნენ, კი არ გამებუტნენ, სათქმელი აღარ აქვთ. მაგათი ყველა „ტრიუკი“ ვიცი. კითხვას რომ სვამენ, უკვე ვიცი, რას გულისხმობენ და ვპასუხობ სწორად. დანახვა აღარ უნდათ ჩემი, არც მეპატიჟებიან და აღარ ვუყვარვარ. სათქმელი აღარაფერი აქვთ.
რაზე უნდა იდებატოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“? სინდისი გადახაზული აქვთ და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, მაგრამ სათქმელი აღარ აქვთ. იმდენად გაუმჯობესდა ყველაფერი ახალი ხელისუფლების პირობებში, რომ არ აქვთ სათქმელი. მძიმე დღეში არიან. აკო მინაშვილი თუ გადაარჩენს მაგათ“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები