ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“გაუჭირდა ალბათ და ფული ისესხა

„სესხს დალხინებული ადამიანი არ იღებს, გაუჭირდა ალბათ „ქართულ ოცნებას“ და აიღო სესხი”,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ 1 მილიონი ლარის სესხის აღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია “GDS”-ის პირდაპირ ეთერში, რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, მთავარია, კანონი არ დაირღვეს.
ბიძინა ივანიშვილმა იმავე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათ დაფინანსების ყველანაირ წყაროს უბლოკავდა.
“მთავარია, კანონი არ დაირღვეს და ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დამატებით პრივილეგიებით. თუ კანონის ფარგლებში ხდება, ეს ნორმალურია. იუმორით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუჭირდათ და ისესხეს. საარჩევნო პროცესში ნორმალურია. სხვათაშორის, დაფინასების თემაზე თითქოს ყველა პარტიამ მოილაპარაკა და ერთმანეთს არ აკონტროლებენ.
თავის დროზე “ნაცებმა” მოახერხეს და ყველანაირი შესაძლებლობა დაგვიბლოკეს, რომ „ქართულ ოცნებას“ დაფინანსება არ ჰქონოდა. სხვათაშორის, ვერც დავაფინანსეთ საარჩევნო პროცესი და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. გახსოვთ ალბათ, რიგი იდგა „ქართუ ბანკთან“. ეს არის ქართველი ხალხი… ახლაც დამბურძგლა!
ფულის დახარჯვის საშუალებას არ გვაძლევდნენ, კანონს კანონზე იღებდნენ. სად ვიყავით 4 წლის წინ, აბა, ნახეთ და ახლა როგორი დაბალანსებული კამპანია მიდის“, -აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები