ბიძინა ივანიშვილის აზრით, არჩევნების გაყალბება გამორიცხულია

“არავის აზრადაც არ მოსდის, რომ დაუშვან არჩევნებში რაიმე გაყალბდეს”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ივანიშვილმა წინაასარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბება გამორიცხულია.
„საქართველოს მოსახლეობას მივმართავ, რომ ცოტაც უნდა მოვითმინოთ. ეს 9 დღეც და დასრულდება.  ჩვენ, 2012 წელს მოვიგეთ ბრძოლა, ის არ იყო არჩევნები. ახლა, პირობითად, ომი უნდა მოვიგოთ.
ჩვენ ეს ოთხი წელი ღირსეულად გავატარეთ. ვერავინ ვერ იტყვის დღეს, რომ არჩევნების გაყალბებაზეა საუბარი, გარდა მათი აგონიური განწყობისა. იდეალური საარჩევნო გარემოა, სახელისუფლო გუნდიდან, არავის აზრადაც არ მოსდის, რომ დაუშვან არჩევნებში რაიმე გაყალბდეს. კარგი განწყობა აქვთ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც. ალბათ ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, – „ნეტავ ამერიკაში იყოს მსგავსი სიტუაციაო“. მართლაც, საოცარი განწყობა და სიტუაციაა. მათი ისტერიკები კი გასაგებია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები