ლევან ხაბეიშვილი: მე არ ვიკადრებ ჯაფარიძეს იგივე ბრალდებებით ვუპასუხო, რასაც თვითონ კადრულობს

ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი, გიორგი ვაშაძის პარტიის წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, პაატა ბურჭულაძის მხრიდან ფინანსური გარიგების შესახებ, აბსურდს უწოდებს.
ხაბეიშვილი არ დასწრებია იმ კონსულტაციებს, რომელიც ჯაფარიძესა და ბურჭულაძეს შორის შედგა, თუმცა ვასაძის გუნდის წევრი მეგობრების მონაყოლს სარწმუნოდ თვლის და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძემ პარტიული სია კვალიფიკაციის მიხედვით შეადგინა.
“მე არ ვესწრებოდი შეხვედრას, მაგრამ თანაგუნდელებმა დეტალურად ამიხსნეს თუ რა ხდება. განცხადებები, რომელიც კეთდება „გირჩის“ მხრიდან, ემსგავსება იმ დიდ სპექტაკლ, რომელსაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა” ერთად გვთავაზობენ.
მე არ ვაპირებ იგივე ბრალდებებით ვუპასუხო ჯაფარიძეს – ადამიანს, რომლის გვერდითაც მაგიდასთან ვიჯექი რამდენიმე დღის წინ და სამომავლო გეგმებს ვსახავდი“, -განაცხადა ხაბეიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ბლოკიდან წასული ყველა ადამიანი საკუთარმა ამბიციამ შეაწუხა.
ხაბეიშვილის ლაგაზიძესა და რუხაძეზეც აკეთებს კომენტარს და თვლის, რომ მათ სიაში ყოფნის ამბიცია არ უნდა ჰქონოდათ. “ ადამიანებს, როცა აქვთ ამბიცია, რომ იყვნენ საარჩევნო სიაში, ეს არაა ჯანსაღი. ისინი გადაწყვეტილებას იღებენ პირადი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე. ლაგაზიძემ და რუხაძემ პოლიტიკური ბლოკი მხოლოდ მაშინ დატოვეს, როცა სიაში მათთვის მოსაწონ ადგილას არ მოხვდნენ.
ლაგაზიძე ესწრებოდა და ლიდერობდა ყველა წამყვან შეხვედრაზე, უბრალოდ, მათ გარდა კიდევ ათეულობით ადამიანია ბურჭულაძის პარტიაში და 30 ადამიანიდან ათეულში ოცდაათივე ვერ მოხვდება“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები