„ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილი-მერაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გარანტიებს არ საჭიროებდა“

ირაკლი ოქრუაშვილი, მერაბიშვილისა და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ, ჩვენი გუნდიდან გარანტიებს არ საჭიროებდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, შიდა ქართლში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა “GDS”-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, ოქრუაშვილი ყოფილი თანაპარტიელებისგან ყველაზე მეტად დაზარალებული და გაღიზიანებული იყო, ამიტომ დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებოდა.
„ჰქონდა თუ არა გარანტიები ჩვენი გუნდისგან, როდესაც მან ჩვენება მისცა მერაბიშვილი-სააკაშვილის წინააღმდეგ, ვფიქრობ, რომ ის არ საჭიროებდა ამ გარანიტებს. ყველაზე მეტად დაზარალებული და გაღიზიანებულიც მგონი „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ყოფილი პარტნიორებისგან ის გახლდათ, ამიტომ დამატებით მოტივაციებს და გარანტიბს ის არ საჭიროებდა. თითონ ცდილობდა მათ წინააღმდეგ ქმედებას და დღესაც იგივე გრძელდება“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები