ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე: ჯურღმულში არ ვაცხოვრებთ, ძალიან კარგი საკანი ელოდება

ბელადი უკრაინაშია გაქცეული, ყვარყვარე იქიდან იმოძღვრება, თან რაღაც გვირაბს „უთხრის“ თურმე მისი მეუღლე, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
რგოროც ივანიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი რესურსი აღარ აქვს.
„ბელადი უკრაინაშია გაქცეული, ყვარყვარე იქიდან იმოძღვრება, თან რაღაც გვირაბს „უთხრის“ თურმე მისი მეუღლე. სხვათა შორის, ახლოს ვართ უკვე ევროპასთან და ჯურღმულში არ ვაცხოვრებთ, ძალიან კარგი საკანი ელოდება მას და მე მგონია, რომ ამ არჩევნების შემდეგ წასასვლელიც აღარ აქვს, უკრაინაშიც… მოკლედ, ცუდ დღეში არიან. მათ ძალიან კარგად იციან რეიტინგები, ისიც კარგად იციან, რომ არავინ არაფერს გააყალბებს და ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი რესურსი არ აქვთ, არ მინდა, რომ ვთქვა, რომ ძლიერი სახელმწიფო გვაქვს და ძალიან მაგარი სამართალდამცავები გვყავს, ამაზე ათჯერ ნაკლები სახელმწიფოც რომ ვიყოთ, მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, გარდა ასეთი მუქარისა, შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვისა, რომლებსაც ისინი თავიანთი ოპონენტების მიმართ იყენებენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები