ბიძინა ივანიშვილი: აკო მინაშვილს ბარდება სიტუაციის მართვა და ის ჩაუდგება სარდლად თორნიკე ერისთავივით

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ნახევრად ხუმრობით ისაუბრა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არეულობას გეგმავს, რომლის „სარდლობა“ პარლამენტის დეპუტატს, აკო მინაშვილს ევალება.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს.
„სხვათა შორის, მაქვს ერთი ინფორმაცია, რომელიც ყველა დიდი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მაქვს მიღებული, ეს შეიძლება იყოს მართლაც სახიფათო და შემაშფოთებელი, თუ რა თქმა უნდა, ეს გამართლდა, შეიძლება მართლაც გაგვიჭირდეს. არის ინფორმაცია, რომ ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება აკო მინაშვილი. როგორც ვიცი, აკო მინაშვილს ბარდება სიტუაციის მართვა, ის ჩაუდგება სათავეში, სარდალ თორნიკე ერისთავივით და მან უნდა მართოს ეს სიტუაცია. თუ ეს გამართლდა, შეიძლება ხიფათი მართლაც გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობაა, აბსურდული ინფორმაციები გამოდის…
მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფრის თავი არ აქვთ, მხოლოდ იუმორით შეხედეთ. რაც ნახეთ გორში, მხედართმთავარი ის არის, შეიძლება აკო მინაშვილი ოდნავ გულადი იყოს, თუმცა სიმაღლით ისეთივე არ არის, როგორც ადრინდელი ბელადი ჰყავდათ. შესაბამისად, ძალიან დიდი შიში ნუ გექნებათ.
თუმცა, ის რაც ვთქვი, ნახევრად სეროიზულად ვთქვი. მაქვს ინფორმაცია, რომ მხედართმთავრად აკო მინაშვილი ინიშნება და თქვენ, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია არ გჭირდებათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები