ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი ვალია, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებზეც ვიზრუნოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენი ვალია მათზეც ვიზრუნოთ”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სახელმწიფომ რაიმე უბედურება უნდა დამართოს.
„არ იფიქროთ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს თანამოქალაქეებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენი ვალია, მათზეც ვიზრუნოთ. ცდილობენ, კაცისმკვლელებიც საზოგადოების წევრებად გახადონ. „ნაციონალური მოძრაობა“ გუნდია და ეს საზოგადოების ნაწილია. ნუ გექნებათ ის განცდა, რომ ჩვენ ესენი ან უნდა განვდევნოთ ან უნდა ჩავქოლოთ ან რაღაც უბედურება დავმართოთ.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ნორმალური თანაცხოვრება შეძლონ, რომ კანონის უზენაესობა აღიარონ, სახელმწიფოს სახელმწიფოებრიობა აღიარონ და დაემორჩილონ ამას. გარწმუნებთ, ეს მოხდება ამ არჩევნების შემდეგ. მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები