ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილზე: მშიშარას მუხლები მოეკვეთა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას მისი და მიხეილ სააკაშვილის პირველი შეხვედრა გაიხსენა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მან შესთავაზა სააკაშვილს გადამგდარიყო და ბოდიში მოეხადა.
„მე კარგად ვიცოდი, როგორი მშიშრები არიან. მე სააკაშვილს ვუთხარი – გამოდი კაცურად, ბოდიში მოიხადე, გადადექი და გაპატიებს ქართველი ხალხი, მაგას სად ჰქონდა მაგდენი კაცობა?! მშიშარას მუხლები მოეკვეთა, თავს ვერ წევდა ზემოთ, როცა პრეზიდენტის სასახლეში შევხვდი პირველად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები