“თავისუფალი ზონის” წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში” – ვიდეო

“თავისუფალი ზონის” წევრთა დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამ პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“რეალურად, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, კონკრეტული გეგმა დგება ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება ამ გეგმის განსახორციელებლად. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ დროის განმავლობაში, ძალიან კარგია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ემიჯნებიან დანაშაულებრივ გეგმას. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ შიგნით “ნაციონალურ მოძრაობაში” არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც აწყობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მიხეილ სააკაშვიილის ხელმძღვანელობით ოდესიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“თავისუფალი ზონა” გლდანის რაიონული განყოფილების წევრებმა დატოვეს. განცხადება უკვე ყოფილმა წევრებმა “კვირას” პრესკლუბში გააჟღერეს.
მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზაციის მოწყობა.
“მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ბესო კალაძემ „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები