შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ მოზარდ გოგონას ეძებენ

შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ მოზარდ გოგონას ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები არიან და კახეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მათი კვალი შუამთიდან გაუჩინარდა, რის შემდეგაც ისინი აღარავის უნახავს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 2 საათის წინ შევიდა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.
ადგილზე მობილიზებულია სპერცრაზმი, პოლიცია და სამაშველო სამსახურები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები