25 სექტემბერს ქუჩის კალათბურთში მედიატურნირი გაიმართება

კომპანია „ფრეგოს“ მხარდაჭერით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 25 სექტემბერს ქუჩის კალათბურთში მედიატურნირს გამართავს.
მედიატურნირი იმართება ქ. თბილისში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის წინ (მისამართი: ვაჟა-ფშაველას 76/ბ დასაწყისი 12:00 საათი) და მასში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი მედია საშუალებები:
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“
ტელეკომპანია „იმედი“
საზოგადოებრივი მაუწყებელი
Silk TV
TV პირველი
TV 1
რადიო Jako FM
რადიო ფორტუნა
სპორტული გაზეთი „ლელო“
მედიატურნირი უკვე მეორე წელია იმართება, ხოლო 25 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება დაბოლოებაა ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც CYNC საბავშვო ქუჩის ფეხბურთისა და CYNC ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ტურნირს ეყოლება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაწესებული გარდამავალი თასი;
ტურნირის სპონსორია კომპანია „ფრეგო“ რომელიც გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს 100 ლიტრ ბენზინს, მეორე ადგილზე გასულ გუნდის თითოეულ წევრს კი, 50 ლიტრ ბენზინს გადასცემს.
სახელდება ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი, რომელსაც ასახელებს Leaderbet;
კულმინაცია – დაჯილდოება, ფოიერვერკი, საზეიმო ფურშეტი.
მთელი დღის მანძილზე მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ჩაი, ყავა და ცივი გამაგრილებელი სასმელები. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სათამაშო მაისურებით.
ნავთობპროდუქტების კომპანია „ფრეგო“, ყოველთვის მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაზე იქნება ორიენტირებული და სამომავლოდაც გეგმავს არაერთი სამთავრობო პროექტების მხარდაჭერას.
(R)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები