„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია თამბაქოს ინდუსტრიის მარიონეტად იქცა?!

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, პაატა ბაირახტარის მიერ “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ პაატა ბაირახტარს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს და გამოთქვამს ეჭვს, რომ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაურიგდა.14435148_1465881033427882_4949120317920393387_o
21 სექტემბერს, სააგენტო “პირველის” პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) წარმომადგენელმა, ე.წ. ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტები.
სამწუხაროა, რომ აფბა, რომელიც წესით, ახალგაზრდა პროფესიონალთა კრებული უნდა იყოს, საკითხში გაუთვითცნობიერებელია და მედია საშუალებებით, პირდაპირ თამბაქოს ინდუსტრიის მესიჯებს ახმოვანებს. შესაბამისად, საფუძვლიანად ვეჭვობთ, რომ აფბა თამბაქოს ინდუსტრიას გაურიგდა. სამწუხაროა, რომ ბოლო ათწლეულში აფბა პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც “სიკვდილის ლობის” რიგს შეუერთდა და და იმის ნაცვლად, რომ დაადასტუროს ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის რა ზარალი მოაქვს თამბაქოს ინდუსტრიას, ცრუობს და შეცდომაში შეჰყავს ის ადამიანები, ვინც უახლოეს მომავალში, საკანონმდებლო ცვლილების სახით, ჯანსაღი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
როგორც ე.წ. ანალიტიკოსის, პაატა ბაირახტარის არაკომპეტენტური განცხადებებიდან ჩანს, ის საერთოდ არ იცნობს კანონპროექტს და მის განმარტებით ბარათს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იტყოდა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რა ეკონომიკურ შედეგს მოიტანს კანონპროექტის მიღება. კანონპროექტს ყველა ეკონომიკური-საფინანსო დასაბუთება თან ახლავს. მათ შორის აღნიშნულია, რომ თამბაქოს ინდუსტრიის პირდაპირი ზარალი დაახლოებით 1 მილიარდი ლარია, რომელსაც სახელმწიფო და დაზარალებული ადამიანები ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისთვის იხდიან.
მათ შორის, სულ ცოტა, 200 მილიონი იხარჯება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. არაპირდაპირი ხარჯის სახით (დაკარგული წლები, შრომის ნაყოფიერება, ხანძრები და ა.შ.) ყოველწლიური დანაკარგი დაახლოებით 10 მილიარდია. როგორც ჩანს, ბაირახტარმა არ წაიკითხა ან ვერ გაიგო, რომ ახალი რეგულაციები არა ერთ თვეში, არამედ სულ ცოტა, ერთი წლის შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში. რაც შეეხება ლიცენზირების საკითხს, ის რეგულირდება არა თამბაქოს კონტროლის კანონით, არამედ სპეციალური კანონით, შესაბამისად, კანონპროექტებში საერთოდ არ არის ლიცენზირების და აქციზის გადასახადის მატების საკითხი, რაც სავარაუდოდ, არ იცის ე.წ. ანალიტიკოსმა. ბაირახტარის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს ისიც, რომ იმპორტის მატებას პირდაპირ უკავშირებს მოხმარების ზრდას. მაშინ, როდესაც იმპორტის ზრდა შეიძლება უკავშირდებოდეს ლეგალიზაციის დონის ზრდას, ასევე ადგილობრივი წარმოების მოცულობის შემცირებას და ამიტომაც ვერ დავასკვნით, რომ მოხმარება პირდაპირ გადასახადების მომატებამ გაზარდა. მითუმეტს, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევა ძალიან მცირედ, მაგრამ კლების ტენდენციას ადასტურებს. რაც შეეხება ფასების ზრდას, რამდენიმე კომპანიამ, რახან 500-600%-იანი მოგების მარჟა აქვთ, აქციზის მინიმალურად ზრდის მიუხედავად, საერთოდ არ შეცვალა ფასები. შევახსენებთ მომხმარებლებს, რომ ყველა იმპორტირებული თუ ადგილობრივი წარმოების თამაბქოს ნაწარმის თვითღირებულება 20 თეთრს არ აღემატება. მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პოლიტიკა, მაგრამ მოსახლეობაში მოწევისადმი დამოკიდებულებაში სერიოზულ ცვლილებას არ იწვევს. თამაბქოს სასიკვდილო განაჩენზე ყველაზე უკეთ ინფორმირებული მედიკოსები არიან, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მწეველია.
ამ, ჯერ-ჯერობით ლეგალური ნარკოტიკისადმი არც ერთ ქვეყანაში მხოლოდ საგანამანათლებლო ღონისძიებებით დამოკიდებულება არ შეცვლილა. შენობებისა და ტრანსპორტის თამბაქოს კვამლისაგან გათავისუფლებამ, გადასახადების მატებამ, არასრულწლოვნებზე რეალიზაციის აკრძალვამ, საგანამანათლებლო აქტვობებმა მოხმარება ერთობლივად, ეფექტურად შემცირეს. აფბაში არიან კარგი სპეციალისტები და პროფესიონალები და მოვითხოვთ, მათი თანამშრომლის აბსოლუტურად არაკომპეტენტურ განცახდებებზე გააკეთონ კომენტარი და დაიცვან საკუთარი ორაგნიზაციის პრესტიჟი. ახალგაზრდულ პროფესიულ ასოციაციას თამაბქოს ინდუსტრიის მარიონეტად ნუ გადააქცევენ. ვიმედოვნებდით, რომ აფბა-ს პროფესიონალებთან ერთად კიდევ ერთხელ და ერთობლივად შევისწავლიდით ეკონომიკურ ზარალს, რომელსაც თამბაქო, ლეგალური ნარკოტიკი, აყენებს ჩვენს ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობას, თუმცა, როგორც ჩანს, ფინანსური ინტერესი პროფესიულ ინტერსეზე მაღალია“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები