ბიძინა გეგიძე: ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და შევუდგებით ქვეყნის განვითარებას

21 სექტემბერს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის (02 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე მრგვალ ბაღში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკის რაიონში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის და განათლების რეფორმებზე, ასევე ისაუბრა ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების გეგმაზე, რაც სამუშაო ადგილების ზრდას გამოიწვევს . შეხვედრაზე აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მაჟორიტარის მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ხალხთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვაკის (03 ოლქის) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” ზაზა ხუციშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ხალხისთვის საყვარელი და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: არტისტი ვახტანგ ტატიშვილი, ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი, სპორტსმენი ლევან ყიფიანი და ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია. მათ ბიძინა გეგიძეს წარმატება და არჩევნებში გამარჯვება უსურვეს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის მეტ ჩართულობაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, რის გამოც მათგან პოზიტიური განწყობა და დადებითი მუხტი მოდის .
„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და შევუდგებით ქვეყნის განვითარებას”, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები