უფასო სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, საზოგადოებრივი კოლეჯი “სპექტრი”, ხელოსნების ქალაქში გთავაზობთ სწავლების კურსს:  ავეჯის აწყობა კონსტრუირების დარგში. სახელმწიფო დაფინანსებით, წარჩინებულთათვის გარანტირებულია დასაქმება, მინიმალური ხელფასით – 1200 ლარი.
სამუშაოს მაძიებლები გაივლიან მოკლევადიან კურსს, რომლის ხანგრძლივობა 2 თვეა. სწავლის პროცესი „ხელოსანთა ქალაქის“ ბაზაზე ჩატარდება.
დაინტერესებული მოქალაქეების მომზადება-გადამზადება განხორციელდება პროგრამაში – დურგალი (ავეჯის დამამზადებელი), რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის შედეგად გამოვლინდა.
რეგისტრაცია იწარმოებს 23 სექტემბრის ჩათვლით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ სერვისცენტრებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ შრომისუნარიან მოქალაქეს, რომელსაც უკვე  შეუსრულდა 16 წელი და სურს,  მოთხოვნადი პროფესიებიდან ერთ-ერთს დაეუფლოს.
რეგისტრანტმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი და გაიაროს შესაბამისი პროცედურა პროგრამაში ჩასართავად. ამ პროგრამით სახელმწიფო, პროფესიული სასწავლებელი და უშუალოდ დამსაქმებელი ორგანიზაცია „ხელოსანთა ქალაქი“ სამუშაოს მაძიებელთათვის ქმნის დამატებით საშუალებას, მოკლე დროში მიიღონ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაფერისი უნარ-ჩვევები ამა თუ იმ პროფესიაში, იმისათვის, რომ გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები და გახდნენ კონკურენტუნარიანი კადრები.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურების ოფისი: თბილისი, ი. ჯავახიშვილის ქ. 51ბ
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“: 2 40 16 87
e-mail: spectri.org@gmail.com;
www.facebook.com/spectri; www.spectri.org

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები